Tuesday, March 22, 2011

ცხოველთა დაცვა და გადარჩენა

ცხოველების განადგურებამ მაშტაბური სახე მიიღო მთელს მსოფლიოში. ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენების პირას არის მისული ადამიანების დაუდევრობის გამო. სამწუხაროდ დღეისათვის ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს თუ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს სამყაროში. უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა განადგურება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე. მათი განადგურების მიზეზი ცხოველთა ტყავისა და ბეწვის მრავალმხრივი გამოყენება ან უბრალოდ ნადირობაა.
 დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის საუკეთესო პირობების წყალობით ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია თავისი სახეობებით, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა დედამიწაძე მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებების გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია.

თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების გამო საქართველო მდიდარია ცხოველთა მრავალფეროვნებით. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.
 არჩვი

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდ. ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, კურდღელი, ციყვი, კავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი და სხვ.

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.
  ქურციკი

საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი.
ხოხობი 
მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

იმ სახეობათა დასაცავად და გადასარჩენად რომლებიც გადაშენების პირასაა მისული საჭიროა შეიქმნას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები. საჭიროა გამკაცრდეს ცხოველთა დაცვისაკენ მიმართული კანონები. პირველ რიგში საჭიროა ადამიანები მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა დაცვა და გადარჩენა ჩვენთვის.